სიახლეები და მოვლენები

ახალციხის სამუსიკო სკოლას ცნობილი მუსიკოსი, ედიშერ სავიცკი ეწვია

735170247_1460180132817776_5900617841386292511_n
სიახლეები

ახალციხის სამუსიკო სკოლას ცნობილი მუსიკოსი, ედიშერ სავიცკი ეწვია

ახალციხის სამუსიკო სკოლას ცნობილი მუსიკოსი, ალაბამას (აშშ) სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი ედიშერ სავიცკი ეწვია.
მუსიკოსს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა კბილაშვილთან, პირველ მოადგილესთან დავით ტაბატაძესთან და სამუსიკო სკოლის დირექტორთან ირმა დავლაშერიძესთან ერთად უმასპინძლა.
სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ საპატიო სტუმრის წინაშე, შესრულდა, როგორც ქართული, ისე კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებები და სიმღერები.
ედიშერ სავიცკიმ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა წარმოდგენილი საინტერესო რეპერტუარისთვის და წარმატებები უსურვა სკოლას.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში სამუსიკო სკოლის როლსა და მნიშვნელობას, რომელიც 70 წელია ემსახურება მომავალი თაობების მუსიკალურ განათლებას. აღინიშნა რომ მალე სასწავლო პროცესი თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალ შენობაში გაგრძელდება.

კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930