სიახლეები და მოვლენები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, ესეების კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვა

749330167_1474745458027910_2873473011238275763_n
სიახლეები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, ესეების კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, ესეების კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურმა ესეების კონკურსი თემაზე – „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ზიანი და მისი ალტერნატივა – ჯანსაღი ცხოვრების წესი “ ივნისის თვეში გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 12-17 წლის ასაკის ახალგაზრდებს შეეძლოთ, რომლებმაც ნამუშევრები 8 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნეს.
წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ჟიურიმ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები შეარჩია. გამარჯვებული ნამუშევრების ავტორებს ლუკა ტაბატაძეს, სალომე კაპანაძეს და ნიკა გაჩეჩილაძეს მერიისგან ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

ტეგები