სიახლეები და მოვლენები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სახელმწიფო რწმუნებულთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა

IMG_9432
სიახლეები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სახელმწიფო რწმუნებულთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელწმიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად ქალაქ ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის 1340 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. მოეწყო მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ინფრასტრუქტურული პროექტი ასევე, მერის მოადგილეებმა – ნოდარ ტატალიშვილმა, რუბენ კარაპეტიანმა და გიორგი მელიქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა – დავით მუმლაძემ და ვახტანგ მერაბიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, დავით ტაბატაძემ და ბესიკ ბლიაძემ დაათვალიერეს.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მიმდინარე წელს კი მუნიციპალიტეტში 10 კილომეტრამდე სიგრძის გზა მოწესრიგდება.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031