სიახლეები და მოვლენები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრო

783036028_1411406810915860_2994268678557669363_n
სიახლეები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრო

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრო.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან, ვარლამ წიკლაურთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და შპს „უნივერსალ სერვისის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე. ასევე, საუბარი შეეხო პროექტების განხორციელების პროცესში გამოვლენილი გამოწვევების ოპერატიულად მოგვარებას.
შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნოდარ ტატალიშვილი და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ვახტანგ მერაბიშვილი ესწრებოდნენ.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031