ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური საკრებულოს სხდომას დაესწრო
19 აგვისტო, 2026 2026-08-20 16:43ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური საკრებულოს სხდომას დაესწრო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილე ნოდარ ტატალიშვილთან ერთად საკრებულოს სხდომას დაესწრო.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი უძღვებოდა, რომელმაც დეპუტატებს დღის წესრიგით განსახილველი საკითხები გააცნო.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს 2026 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების ფარგლებში, პროგრამებს შორის თანხების გადანაწილებას და ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებს. დეპუტატებმა ასევე, დადებითად შეაფასეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების ანგარიში.