6 ნოემბერს, ქალაქ ახალციხეში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება
29 ოქტომბერი, 2026 2026-10-29 15:236 ნოემბერს, ქალაქ ახალციხეში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება
მოსახლეობის საყურადღებოდ!
საქართველოს პარლამენტის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 6 ნოემბერს, 11:00 საათიდან ქალაქ ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ მრავალპროფილური უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.
აქციის ფარგლებში, მსურველებს დიაგნოსტიკურ და ინსტრუმენტულ კვლევებს ჩაუტარებენ, ასევე სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ სხვადასხვა პროფილის ექიმები:
- თერაპევტი
- კარდიოლოგი
- ნევროლოგი
- ენდოკრინოლოგი
- უროლოგი
- ოტო-რინო-ლარინგოლოგი
- ოფთალმოლოგი
- ანგიოლოგი
- ზოგადი ქირურგი
- გინეკოლოგი
- ტრავმატოლოგი
- პულმონოლოგი
- გასტროენტეროლოგი
- მამოლოგი
- ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, დოპლეროგრაფია
უფასო სამედიცინო აქციაში მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკის, გაგუას კლინიკის, „გიდმედისა“ და „კარაპს მედლაინის“ მაღალკვალიფიციური აკადემიური და სამედიცინო პერსონალი.
აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით, 6 ნოემბერს მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.