სიახლეები და მოვლენები

ქალაქ ახალციხეში, UCMAS მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო პროგრამა ამოქმედდა

817296944_1533696302132825_815741329007421634_n
სიახლეები

ქალაქ ახალციხეში, UCMAS მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო პროგრამა ამოქმედდა

ქალაქ ახალციხეში, UCMAS მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო პროგრამა ამოქმედდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი UCMAS ახალციხის ცენტრის გახსნას დაესწრო.
ვარლამ წიკლაურმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს ახალ ინოვაციურ შესაძლებლობებს, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
UCMAS გონებრივი არითმეტიკის უნივერსალური სისტემა, აღიარებული პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების კოგნიტური უნარების გაუმჯობესებას. 4-დან 14 წლამდე ბავშვებში სწრაფი არითმეტიკული გამოთვლების უნარის, მეხსიერების სიმტკიცისა ყურადღების კონცენტრაციის განვითარებას. იგი 80- ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 2,5 მილონზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.
UCMAS-ის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ და საერთაშორისო ჩემპიონატებში

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031