მოსახლეობის საყურადღებოდ!
3 ნოემბერი, 2026 2026-11-10 16:19მოსახლეობის საყურადღებოდ!
16 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქალაქ ახალციხეში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, ქალაქ ახალციხის გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება.
საჯარო განხილვის დროს, ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის გენერალური გეგმის კონცეფცია, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით.
განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობა, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.
წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების მიღება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში გაგრძელდება. მათი წარდგენა შესაძლებელია სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154) ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected];
ახალციხის მუნიციპალიტეტის
მერიაში (ქ. ახალციხე, მერაბ კოსტავას ქ. N18).
დოკუმენტაცია ატვირთულია შემდეგ ბმულზე:
https://drive.google.com/…/1dLjJoYJCEbpYYP8