ვარლამ წიკლაურმა სოფელ წყრუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მერიაში უმასპინძლა
5 ნოემბერი, 2026 2026-11-10 16:29ვარლამ წიკლაურმა სოფელ წყრუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მერიაში უმასპინძლა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სოფელ წყრუთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს მერიაში უმასპინძლა.
ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა ევა იველაშვილმა მოსწავლეებს მერიის შენობა დაათვალიერებინა, სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკა გააცნო და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ვარლამ წიკლაური მოსწავლეებს მერიის მხრიდან ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და წარმატებები უსურვა.
პატარებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მომავალი პროფესიები გაუზიარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.