სიახლეები და მოვლენები

ვარლამ წიკლაური ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

829298899_1545738430928612_7123259030315229950_n
სიახლეები

ვარლამ წიკლაური ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.
ვარლამ წიკლაურმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა დაუდასტურა.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებსა და მერიას დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებში სტაჟირებას 9 სტუდენტი გაივლის.
სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, საქართველოს მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბრიდან გამოცხადდა.
3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას, პროგრამის მონაწილე სტუდენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო უწყებაში გაივლიან.
შეხვედრას ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ევა იველაშვილი და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ელენე გოგოლაძე ესწრებოდნენ.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031