ახალციხეში წმინდა შალვა ახალციხელის ძეგლი დაიდგმება
16 ნოემბერი, 2026 2026-11-17 9:49ახალციხეში წმინდა შალვა ახალციხელის ძეგლი დაიდგმება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ვარლამ წიკლაურის ინიციატივით, ახალციხეში, გამოჩენილი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწის, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის, შალვა ახალციხელის ძეგლი დაიდგმება.
დღეს გამართულ საკონკურსო კომისიის პირველ სხდომაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი უძღვებოდა, კონკურსის პირობები, ვადები, შეფასების კრიტერიუმები, ძეგლის განთავსების სავარაუდო ადგილმდებარეობა და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
კომისიის შემადგენლობაში არიან: მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მერის მოადგილეები – ნოდარ ტატალიშვილი, რუბენ კარაპეტიანი, გიორგი მელიქიძე, არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სალუქვაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ვახტანგ მერაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ისტორიკოსები, სახელოვნებო და სხვა შესაბამისი სფეროების წარმომადგენლები.