სიახლეები და მოვლენები

ვარლამ წიკლაური მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს დაესწრო

847287036_1557180846451037_687926734162480444_n
სიახლეები

ვარლამ წიკლაური მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს დაესწრო

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს დაესწრო.
ახალციხის ციხეზე ფესტივალი საგამოფენო და ინტერაქციული სივრცეების გახსნით დაიწყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მრავალფეროვანი სამეცნიერო პავილიონები დაეთვალიერებინათ, გაცნობოდნენ თანამედროვე კვლევებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ასევე მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ-საგანმანათლებლო აქტივობებში.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქიმიური ექსპერიმენტების შოუ, ბიომედიცინის ექსპოზიციები, მიკროსკოპული დაკვირვებები, ასტროფიზიკური კვლევები და მზეზე ტელესკოპით დაკვირვება, ბირთვული ინჟინერიისა და STEM მიმართულების სამეცნიერო-საინჟინრო ექსპოზიციები, კლინიკური უნარებისა და პირველადი დახმარების დემონსტრაციები და სხვა აქტივობები.
სამეცნიერო ფესტივალი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მასში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევარები, სტუდენტები და სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ფესტივალის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობისადმი ინტერესის გაღვივება, ინოვაციური მიდგომებისა და
თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა, ასევე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – სერგი მუშკუდიანი და ვახტანგ მერაბიშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვახტანგ თაქთაქიძე, მხარის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

ტეგები