სიახლეები და მოვლენები

ვარლამ წიკლაურმა საზოგადოებას ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

default
სიახლეები

ვარლამ წიკლაურმა საზოგადოებას ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა საზოგადოებას ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო დამსწრე აუდიტორიას, ისაუბრა ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ პროგრამებზე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა 2027 წლის გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებსა და მთავარ პრიორიტეტებზე.
აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილმა, რომლებმაც მუნიციპალიტეტის მერს გუნდთან ერთად წარმატებები უსურვეს, ხაზი გაუსვეს მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით გაწეული საქმიანობის მნიშვნელობას.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის, საგანმანათლებლო სფეროს და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ვარლამ წიკლაურმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა, მათ მოსაზრებებს და წინადადებებს გაეცნო.

კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031