ახალციხეში ახალი კალათბურთის დარბაზი სუპერლიგის პირველი თამაშით გაიხსნა
10 ოქტომბერი, 2026 2026-10-12 9:00ახალციხეში ახალი კალათბურთის დარბაზი სუპერლიგის პირველი თამაშით გაიხსნა
ახალციხეში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი კალათბურთის დარბაზი სუპერლიგის პირველი თამაშით გაიხსნა. საკუთარ მოედანზე ახალციხის საკალათბურთო გუნდი ბათუმის გუნდს დაუპირისპირდა.
თამაშს გულშემატკივრებთან ერთად დაესწრნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, კალათბურთის სუპერლიგის პრეზიდენტი კობა კობიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი.
ახალციხის სპორტულ კომპლექსს თანამედროვე სტანდარტების მქონე 300 მაყურებელზე გათვლილი კალათბურთის დარბაზი შეემატა, შენობა აღიჭურვა საჭირო ინვენტარით და კეთილმოეწყო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონამდე ლარს შეადგენს.
კეთილმოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურით ახალციხის კალათბურთის გუნდი და ბავშვთა საკალათბურთო აკადემიის აღსაზრდელები ისარგებლებენ.
თამაშს ასევე დაესწრნენ მერის მოადგილეები – ნოდარ ტატალიშვილი, გიორგი მელიქიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – სერგი მუშკუდიანი, ვახტანგ მერაბიშვილი, აპარატის უფროსი თორნიკე ხმალძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – დავით ტაბატაძე, ბესიკ ბლიაძე, ამბარცუმ ბაბოიანი და სხვა მოწვეული სტუმრები.

