ვარლამ წიკლაურმა დღის ცენტრი დაათვალიერა
1 ოქტომბერი, 2026 2026-10-01 18:51ვარლამ წიკლაურმა დღის ცენტრი დაათვალიერა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური კავშირის „თანადგომა შვილებს” მიერ დაარსებული დღის ცენტრის ახალი სივრცის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ვარლამ წიკლაურმა დღის ცენტრი დაათვალიერა, მის ხელმძღვანელს და ბენეფიციარებს წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა დაუდასტურა.
დღის ცენტრი, 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ემსახურება, სადაც ბენეფიციარები განმავითარებელი აქტივობების საშუალებით სხვადასხვა სახის უნარებს იძენენ.
ცენტრი ახალ სივრცეში ფუნქციონირებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განაგრძობს.
ღონისძიებას მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ვახტანგ მერაბიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე დაესწრნენ.