ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრში ახალი სეზონი გაიხსნა
23 სექტემბერი, 2026 2026-09-24 11:22ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრში ახალი სეზონი გაიხსნა
პრემიერა ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრში – ახალი სეზონი ნინო ნაკაშიძის ნაწარმოების მიხედვით, რეჟისორ გეგა ქურციკიძის სპექტაკლით „უღუ და თეთ“ გაიხსნა.
პრემიერას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური დაესწრო, თეატრის დასს სეზონის გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
სეზონის გახსნის შემდეგ, ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრი წარმოდგენებს ყოველკვირეულად გამართავს. თეატრს კულტურის სამინისტროსთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია უწევს ფინანსურ მხარდაჭერას.