სიახლეები და მოვლენები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა ჭადრაკის ფესტივალში გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვა

800958842_1535663715269417_8602640460424585217_n
სიახლეები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა ჭადრაკის ფესტივალში გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა ჭადრაკის ფესტივალში გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა.
ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 100 მონაწილე იყო ჩართული.
საპრიზო ადგილზე გასულებს თასები, სიგელები, მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
გამარჯვებულები ასევე, მერის მოადგილემ გიორგი მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ და ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
ჭადრაკის ფესტივალი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტული გაერთიანების, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30