სიახლეები და მოვლენები

სპორტის მინისტრმა ახალციხეში მდებარე სპორტულ ობიექტებს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა

735525328_1462772889225167_8958263819282932471_n
სიახლეები

სპორტის მინისტრმა ახალციხეში მდებარე სპორტულ ობიექტებს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან ანტონ ობოლაშვილთან, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან გიორგი ქოჩიაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან და მერის მოადგილეებთან ერთად საქართველოს სპორტის მინისტრს, შალვა გოგოლაძეს შეხვდა.

სპორტის მინისტრმა ქალაქ ახალციხეში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსსა და სპორტულ დარბაზს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა. ინვენტარი და ეკიპირება მწვრთნელებისა და სპორტსმენების საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა.

მინისტრმა მოინახულა და ადგილზე გაეცნო საკალათბურთო დარბაზის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს.

ვარლამ წიკლაურმა სპორტის მინისტრს მადლობა გადაუხადა სპორტული ინვენტარის გადმოცემისა და მხარდაჭერისათვის.

მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სტუმრობისას, შალვა გოგოლაძემ ქალაქ ახალციხეში მდებარე სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ადგილობრივ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა. ვიზიტის შემდეგ სპორტის სამინისტრომ აღნიშნულ ობიექტებზე სპორტული პროცესის განვითარებისთვის აუცილებელი სპორტული ინვენტარი შეიძინა.

კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930