ახალციხეში აქტიურად მიმდინარეობს მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია
19 ოქტომბერი, 2026 2026-10-19 16:22ახალციხეში აქტიურად მიმდინარეობს მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია
ახალციხეში აქტიურად მიმდინარეობს მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილმა და რწმუნებულის მოადგილეებმა – დავით მუმლაძემ და ვახტანგ მერაბიშვილმა დაათვალიერეს.
ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, ტრიბუნებით, გასახდელებით, სველი წერტილებით და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქ ახალციხეში, მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება და სპორტსმენები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი კალათბურთის დარბაზი და სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს.