,,მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ სხდომა
10 ნოემბერი, 2026 2026-11-10 16:46,,მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ სხდომა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ვარლამ წიკლაურის ხელმძღვანელობით ,,მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე 14 განცხადება განიხილეს, მათ შორის 8 განცხადებაზე დადებითი რეკომენდაცია გაიცა. შეხვედრაზე ასევე წარადგინეს მონიტორინგის ანგარიშები.
„მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განხილვისა და მუნიციპალიტეტის მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შეიქმნა.