ახალციხეში ინტეგრირებული სამეცნიერო-შემეცნებითი და გასართობი ახალი ცენტრი „საიენსლენდი“ გაიხსნა
7 ნოემბერი, 2026 2026-11-10 16:35ახალციხეში ინტეგრირებული სამეცნიერო-შემეცნებითი და გასართობი ახალი ცენტრი „საიენსლენდი“ გაიხსნა
ახალციხეში ინტეგრირებული სამეცნიერო-შემეცნებითი და გასართობი ახალი ცენტრი „საიენსლენდი“ გაიხსნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, პირველ მოადგილესთან, ნოდარ ტატალიშვილთან ერთად, ინტეგრირებული სამეცნიერო-შემეცნებითი და გასართობი ახალი ცენტრის „საიენსლენდი“ გახსნას დაესწრო.
მუნიციპალიტეტის მერი ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო, დაწესებულების თანამშრომლებს კი წარმატებები უსურვა.
ვარლამ წიკლაურმა აღნიშნა, რომ მერია მიესალმება მსგავსი ცენტრების გახსნას და მზად არის, მომავალშიც მხარი დაუჭიროს ამგვარ ინიციატივებს.
ცენტრი მოსწავლეებს უსაფრთხო სამეცნიერო შოუებს,ინტერაქციულ ექსპერიმენტებსა და ანიმაციას სთავაზობს, ასევე – სივრცეს კლასგარეშე შემეცნებითი აქტივობებისა და პრაქტიკული ვორქშოპებისთვის.