სიახლეები და მოვლენები

საინფორმაციო შეხვედრა კომუნიკაციების ომბუდსმენთან

890672162_2996293144052769_3710838537444362891_n
სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა კომუნიკაციების ომბუდსმენთან

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური,  მერიის სამსახურების თანამშრომლებთან  და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, კომუნიკაციების ომბუდსმენს გვანცა ჩხეიძეს შეხვდა.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე კომუნიკაციების ომბუდსმენმა, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს  სამსახურის საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები და კომპანიების ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გააცნო. საუბარი შეეხო მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობასა და ამ კუთხით მხარეების სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობას.

საინფორმაციო შეხვედრას მერის მოადგილეები – რუბენ კარაპეტიანი და  გიორგი მელიქიძე ესწრებოდნენ.

კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30