მუნიციპალიტეტის მერი სოფელ აგარის საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნო
3 ნოემბერი, 2026 2026-11-10 16:21მუნიციპალიტეტის მერი სოფელ აგარის საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სოფელ აგარის საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნო.
ვარლამ წიკლაური ბაღში პატარების მონაწილეობით გამართულ საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო, სადაც აღსაზრდელებმა შემოდგომის თემატიკაზე მომზადებული მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები წარმოადგინეს.
აგარის ბაღი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. აღსაზრდელებისთვის შექმნილია ყველა საჭირო პირობა უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში სრულფასოვანი სკოლამდელი განათლების მისაღებად.
ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, მერის თანაშემწე ნატალია მაზაშვილი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი ლელა ზაზაძე დაესწრნენ.