სიახლეები და მოვლენები

მერიის ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობის ანგარიში

800186767_1523527636483025_5101353528451541036_n
სიახლეები

მერიის ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობის ანგარიში

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა კბილაშვილთან ერთად მერიის ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
საბჭოს წევრებმა განხორციელებულ პროექტებზე, აქტივობებზე, სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს. ასევე, შეაჯამეს ,,მწვანე ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები და გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოვეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა აქტიური საქმიანობისათვის და მერიის მხრიდან სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.
შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ნოდარ ტატალიშვილი და რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტაბატაძე და მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30