ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

  • მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება

დაფინანსების მიღება შუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს;
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს;

 აღნიშნულ პირებს დაუფინანსდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

  • შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება

 

სოციალურ დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანები:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 311);
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 312);
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (კოდი:211);
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 212);

მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 311, კოდი:211) ყოველთვიურად მიიღებენ - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარს, ხოლო 17 ოქტომბერს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ერთჯერადად მიიღებენ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს.

 

მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 312, 212) მიიღებენ 40 (ორმოცი) ლარს, ხოლო 17 ოქტომბერს, ომისადა სამხედრო ძალების ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ერთჯერადად მიიღებენ 200 (ორასი) ლარს.

 

 

  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 9 მაისის დღესთან დაკავშირებით მიიღებენ  ერთჯერად სოციალურ დახმარებას 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.

 

  • შშმ პირთა სოციალური დახმარება

დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  შშმ პირები:

  • მკვეთრად გამოხატული შშმ პირები დახმარებას მიიღებენ ყოველთვიურად 25-25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;

მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები დახმარებას მიიღებენ ყოველკვარტალურად 50-50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

  • თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარება

დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თირკმლის უკმარისობით დაავადებული მოქალაქეები:

  • რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე ან პერიტონეულ დიალიზზე, მიიღებენ სოციალურ დახმრებას კვარტალში ერთხელ, 250-250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდეოდენობით.

 

 

გააზიარე