ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ახალგაზრდული საქმიანობა - არაფორმალური განათლება

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ახალგაზრდული სტრატეგია

მიზანი

კულტურული, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი, ინტელექტუალური სპორტული, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა ახალგაზრდებისთვის. პროგრამის მიზანია:  ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

ძირითადი არსი

ახალციხის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახალგაზრდებისთვის, რომლის ძირითადი არსია -მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება, წახალისება, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარების და კომპეტენციების განვითარება, მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის მთლიანი ბიუჯეტი შედგება 292 510 ლარით. აქედან ახალგაზრდული პროგრამებისთვის იხარჯება 67 305 ლარი, კულტურისა და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის 181 269 ლარი, სპორტული პროგრამებისთვის- 43 936 ლარი. ქვემოთ წარმოგიდგენთ ძირითადი ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება 2018 წელს: 1. ტრენინგები (თემები: არაფორმალური განათლება, პიროვნული განვითარება, პროექტების წერა, საპრეზენტაციო უნარები, გარემოსდაცვა, რესურსების გაზოგვა) 2. საგანმანათლებლო და ინტელექტუალური თამაშები (ვიქტორინა წიგნის დღესთან დაკავშირებით, რა? სად? როდის? ეტალონი, ესეების კონკურსი) 3. შემეცნებითი ღონისძიებები (ფილმების კონკურსი -ახალგაზრდობა ძალადობის წინააღმდეგ, თემატური ღონისძიება-მე და შექსპირი, ფოტო კონკურსი, ნახატების კონკურსი,) 4. სპორტული შეჯიბრებები ( სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, ფეხბურთი-მინი/დიდი, კალათბურთი, ფრენბურთი, ტენისი, მკლავჭიდი, ჭიდაობა, ჭადრაკი, შაში, ნარდი, ბადმინტონი, ველორბოლა, Airsoft და ა. შ) 5. გასართობი ღონისზიებები (შემეცნებითი ექსკურსია-ლაშქრობები-2 დღიანი, ფილმების ჩვენება, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე-ფერების ფესტივალი, Street Art, ) 6. კვლევა- ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების გამოვლენა (კვლევა ფოკუს-ჯგუფებთან, შეხვედრა ახალგაზრდებთან, გამოკითხვა, შეხვედრა ადგილობრივ ახალგაზრდულ ცენტრებთან) 7. 2018 წლის ახალგაზრდული ფორუმი.

სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტო სურათები:

გააზიარე