ვარლამ წიკლაური ქალაქ ახალციხის №3 საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრა
4 ნოემბერი, 2026 2026-11-10 16:23ვარლამ წიკლაური ქალაქ ახალციხის №3 საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად, ქალაქ ახალციხის №3 საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრა.
ვარლამ წიკლაური საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნო და აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო. პატარებმა თემატური ნომრები შეასრულეს და სტუმრების წინაშე საბავშვო ბაღში მიღებული ცოდნა წარმოაჩინეს.
პატარებისათვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასთან ერთად საბავშვო ბაღებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ თუ საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს.
ღონისძიებას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი ლელა ზაზაზე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე ესწრებოდნენ.