სიახლეები და მოვლენები

მოსახლეობის საყურადღებოდ!

885667247_892764047191413_26317916780074223_n
სიახლეები

მოსახლეობის საყურადღებოდ!

16 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქალაქ ახალციხეში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, ქალაქ ახალციხის გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება.

საჯარო განხილვის დროს, ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის გენერალური გეგმის კონცეფცია, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით.

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობა, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების მიღება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში გაგრძელდება. მათი წარდგენა შესაძლებელია სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154) ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected];
ახალციხის მუნიციპალიტეტის
მერიაში (ქ. ახალციხე, მერაბ კოსტავას ქ. N18).

დოკუმენტაცია ატვირთულია შემდეგ ბმულზე:
https://drive.google.com/…/1dLjJoYJCEbpYYP8

 

 

კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30