ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტრენინგი შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებისთვის

14 ივლისი, 2023

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებისთვის დაბა ურეკში, ტრენინგი ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილეებმა, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტების პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების და საბჭოს ეფექტური მუშაობის საკითხები განიხილეს.

ტრენინგს ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატი ესწრებოდნენ.

„დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება - შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება“ მხარდაჭერილია პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება“ ფარგლებში, რომელსაც კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ევროპის ფონდთან და ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში სიტუაციური ანალიზი ჩატარდება და ექსპერტის დახმარებით, შშმ პირთა დასაქმების მუნიციპალური სამოქმედო გეგმა შეიქმნება.

+2

გააზიარე