ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტრენინგი ახალგაზრდებისთვის

21 ივლისი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, თემაზე "საზიანო პრაქტიკები და მისი დაძლევის გზები“ ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

შეხვედრაზე, კამპანიის "კაცები ზრუნავენ“ წარმომადგენლებმა, მიხეილ როგავამ და ლადო გოგოლაძემ, პროექტის მონაწილეებთან ერთად, სხვადასხვა სავარჯიშოებისა და აქტივობების დახმარებით, ისეთ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა ოჯახის წევრებზე ზრუნვა, ოჯახში საქმეების თანაბარი გადანაწილება და სხვა.

ტრენინგი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

+4 

გააზიარე