ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

თავისუფალ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა

29 ივნისი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა.

ახალციხის სასპორტო სკოლაში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში ერთმანეთს ახალციხის, თბილისის, გორის, ხაშურის, ნინოწმინდის და ზესტაფონის მოჭიდავეთა გუნდები შეეჯიბრნენ.

ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ახალციხელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.

პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ: ანდრია ჯვარიძე, ირაკლი ჭიღლაძე, ბექა წიქარიშვილი, ზაზა მარკოიძე, და კახა გავაშელი.

მეორე ადგილზე გავიდნენ: ილია აზირაშვილი, ბექა ლაზარაშვილი, თენგიზ ყურმაშვილი და იოსებ შეშაბერიძე.

მესამე ადგილი დაიკავეს: ვალერი პეტროსიანმა, ლუკა დიაკონაშვილმა, აშოტ პეტროსიანმა და გლახო ნებაძემ.

გამარჯვებულ მოჭიდავეებს სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.

შეჯიბრი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „სპორტული გაერთიანების“ ორგანიზებით ჩატარდა.

+15

გააზიარე