ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

თამარაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13 ივლისი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის 619 მეტრიან მონაკვეთზე ცემენტო-ბეტონის საფარი იგება, ეწყობა მონოლითური რკინა-ბეტონის კიუვეტები, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

+3

გააზიარე