ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ აქტიურად მიმდინარეობს

18 ივნისი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელება დაიწყო. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფელ გიორგიწმინდაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოხრეშვა, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სტადიონის შემოღობვა. სოფელ ფერსაში კი სასაფლაოსთან მისასვლელი გზა წესრიგდება, ასევე სამეურნეო დანიშნულების შენობა და საზოგადოებრივი საპირფარეშოშენდება.

მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად, გამოვლინდა პრიორიტეტები. 

პროექტები 15 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 46 დასახლების მაცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. მოსახლეობის მიერ არჩეულ პრიორიტეტებს შორისაა: შიდა გზების მოხრეშვა, სასმელი წყლის რეზერვუარის, სანიაღვრე არხებისა და სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნების, სკვერებისა და სასაფლაოს ღობის აღდგენა, გარე განათების ქსელის მოწყობა, მგზავრთა მოსაცდელების, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობა, ხიდების შეკეთება და სხვა.

გააზიარე