ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ - 2024

17 იანვარი, 2024

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში,  ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 1 თებერვლიდან, 19 თებერვლის  ჩათვლით, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება.

მიმდინარე წელს პროგრამის განსახორციელებლად,  მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 ათასი ლარი გამოეყო.  თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის 46 დასახლებაში საერთო კრება ან კონსულტაცია ჩატარდება, სადაც მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტენ რას მოხმარდება  დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია  გარე განათების,  შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი  მოედნების, საყრდენი კედლის,  მგზავრთა მოსაცდელების  მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა. შერჩეული პრიორიტეტები  დასამტკიცებლად საკრებულოს   წარედგინება და  დაიწყება საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის  პროცედურები.

მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება შესაძლებელია  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან,  ყოველდღე, 09:00-საათიდან 18:00-საათამდე, 2024 წლის 26 იანვრის ჩათვლით.

საპროექტო წინადადების ფორმა და  საერთო კრებებისა და კონსულტაციების გამართვის გრაფიკი წარმოდგენილია დანართის სახით.

გააზიარე