ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან

14 May, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერი ზაზა მელიქიძე უძღვებოდა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას დაეთმო, დეტალურად ისაუბრეს შესრულებული სამუშაოების შესახებ, ასევე განიხილეს პრობლემური საკითხები, რომლებიც შესაბამის რეაგირებას საჭიროებენ. მუნიციპალიტეტის მერმა ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებსა და ზედამხედველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მოუწოდა თითოეული პროექტის შესრულებისას, გაკონტროლდეს სამუშაოების ხარისხი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, ხოლო მერის წარმომადგენლებს მოსახლეობასთან მაქსიმალური კოორდინაცია და მიმდინერე პროექტების შესახებ მათი ინფორმირება სთხოვა.

გააზიარე