ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შემეცნებითი ღონისძიება – „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“

19 აპრილი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით სპორტულ -შემეცნებითი ღონისძიება – „ჩემი საყვარელი სპორტი და სპორტსმენი“ გაიმართა.

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან 17-მა მოსწავლემ თავიანთი საყვარელი სპორტის სახეობებზე და სპორტსმენებზე მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ნამუშევრების მიხედვით, ახალციხელ მოსწავლეებში განსაკუთრებით პოპულარულია სპორტის შემდეგი სახეობები - ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ალპინიზმი, შერეული ორთაბრძოლა, პარაფარიკაობა და სხვა. სპორტსმენებიდან კი მოსწონთ, როგორც ქართველი, ისე უცხოელი პოპულარული სპორტსმენები.

მონაწილეების მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს და გამოვლინდნენ საუკეთესო პრეზენტაციების ავტორები. პირველ ადგილზე ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ბეროშვილი გავიდა, მეორეზე სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის მოსწავლე ანნა დავთიანი, მესამე ადგილი კი №6 საჯარო სკოლის მოსწავლემ კესო კაჭკაჭაშვილმა და მინაძის საჯარო სკლის მოსწავლემ ანა კურტანიძემ დაიკავეს.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის განათლების,კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე, ამავე სამსახურის თანამშრომლები, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს წიგნები და სიგელები გადაეცათ. უსაჩუქროდ არ დარჩენილან დანარჩენი მონაწილეებიც, რომლებმაც მერიისგან სიმბოლური საჩუქრები და სიგელები მიიღეს.

პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება და მისი მიზანია ახალციხელ მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

+18

გააზიარე