ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამხატვრო სკოლაში წლის შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა

22 დეკემბერი, 2023

ახალციხის სამხატვრო სკოლაში წლის შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.

სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებმა ღონისძიების სტუმრების მოწონება დაიმსახურა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, სუვენირები, თექით, ფაიფურით, თიხით, მინითა და ხეზე შესრულებული ნამუშევრები.

სამხატვრო სკოლის მუშაობა და სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაჯამა ა(ა)იპ „ახალციხის სამხატვრო სკოლის“ დირექტორმა ლელა ფერაძემ, მან სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მომავალშიც წარმატებები უსურვა. ღონისძიების ფარგლებში, სკოლის კურსდამთავრებულებს სწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო თელავში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ფესტივალში მონაწილე მოსწავლეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას სთავაზობს მოსწავლეებს. აქ, ისინი ეუფლებიან ხატვას, ფერწერას, მოდელირებას, გამოყენებით ხელოვნებას და სხვა. მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით სამხატვრო სკოლაში სწავლა ყველასთვის უფასოა, სწავლის ღირებულება 100%-ით ფინანსდება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

+12

გააზიარე