ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საჯარო ლექცია

10 ივლისი, 2023

ახალციხის სამუსიკო სკოლაში, არსენ გვენეტაძემ თემაზე - „აირჩიე პროფესია“ - საჯარო ლექცია გამართა.

თსუ-ის პროფესორი, ექიმი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი, არსენ გვენეტაძე ახალციხელ ახალგაზრდებს პროფესიის არჩევაზე ესაუბრა, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი ,,აირჩიე პროფესია“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტი, ინტერაქციული მეთოდით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანების საჯარო ლექციებს მოიცავს.

+5

გააზიარე