ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ანში

14 ივლისი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ორგანიზებით, სოფელ ანში ,,საზიანო პრაქტიკების და მასთან ბრძოლის გზების“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

გენდერის საკითხებში სპეციალისტმა, მანანა მოდებაძემ მოსახლეობასთან ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინების, სქესის ნიშნით განსხვავების მავნე პრაქტიკების და ამ განსხვავებით გამოწვეული ქონებრივი და უფლებრივი უთანასწორობის შესახებ ისაუბრა.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაიმართება.

+3

გააზიარე