ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა

7 ივლისი, 2023

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ლიზი თევდორაშვილმა და ალინა ოგანესიანმა პროექტის "სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023“ ფარგლებში მომზადებული ინიციატივის "ქ.ახალციხეში სამოქალაქო საზოგადოების ადვოკატირება შშმ პირთა უფლებების რეალიზაციისთვის" შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს და პროექტის დეტალებზე ისაუბრეს.

აღნიშნული პროექტის მიზანია ახალგაზრდებში შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, რუბენ კარაპეტიანმა სტუდენტებს 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის ფარგლებში შშმ პირებისთვის განკუთვნილ პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია, მათი იდეა მოიწონა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.

გააზიარე