ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის დათვალიერება

3 ივლისი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, მოადგილეებთან ერთად, ქალაქ ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერეს.

საავტომობილო გზის ნახევარ-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი უკვე დაიგო და საგზაო მონიშვნები გაკეთდა. დასრულების ეტაპზეა საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ასევე, მოასფალტდება მრავალსართულიანი კორპუსების ეზოები, ეწყობა მიერთებები, საკანალიზაციო ჭები და შემზღუდავი მოაჯირები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

გააზიარე