ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია

21 ივლისი, 2023

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მათემატიკის ოლიმპიადაში „ზარზმა“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს ზარზმის მონასტრის ფონდმა „სავანე“, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის მათემატიკაში ოლიმპიადა ჩაატარა სახელწოდებით "ზარზმა", რომელშიც მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასის 900-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები საუკეთესო შედეგების მქონე 30-მა მოსწავლემ გადაინაწილა.

მათ გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთს მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ და სამცხე -ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.

გამარჯვებულები, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მერებმა, ასევე, რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა, თბილისის ვლ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დირექტორის მოადგილემ მალხაზ ჯინჭარაძემ და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა მარეხი ყურმაშვილმა სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

აუდიტორის წინაშე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრებით წარდგნენ „თეატრალური კვარტეტი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი "ზარზმა".

ღონისძიებას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთს მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე -ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი, ზარზმის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზი, ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მერები, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

საქართველოს ზარზმის მონასტრის ფონდი “სავანე“ 2007 წელს დაფუძნდა, ხოლო „ზარზმის ბავშვთა აკადემია“ 2019 წლიდან ფუნქციონირებს და მათი ძალისხმევით ნიჭიერი მოსწავლეები მათემატიკას და ფიზიკას გაძლიერებული პროგრამით უფასოდ სწავლობენ. წლების განმავლობაში მათ მიერ მომზადებული არაერთი ბავშვი ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლაში ჩაირიცხა.

+25 

გააზიარე