ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ნინო წილოსანის ვიზიტი

31 მარტი, 2023

,,მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი” - ამ თემაზე ახალციხის მუნიციპალიტეტში მეწარმეებთან და მეწარმეობით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ტრენინგის მონაწილეებს აღნიშნული პროექტი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა წარუდგინეს.

სასწავლო კურსის მიზანია მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება. პროექტი ხორციელდება საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით, სსიპ აწარმო საქართველოში და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

ნინო წილოსანი ადგილობრივი ხელისუფლების, ქალთა ორგანიზაციისა და სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კლდეში მატყლის გადამამუშავებელ საწარმოს, ხოლო სოფელ ღრელში თაფლისა და ტრადიციული კერძების მწარმოებელ ოჯახს ესტუმრება. მათ საქმიანობას გაეცნო, არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე ინფორმაცია მოაწოდა და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

+28

 

გააზიარე