ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალიტეტის სოფლებში საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება

6 თებერვალი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება.

ფერსისა და კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ საერთო კრებებს და საკონსულტაციო შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით ტაბატაძე და საბა კბილაშვილი, მერიის, საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფლების გიორგიწმინდის, ფერსის, მუგარეთის, წნისისა და კლდის არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს. ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს თუ რას მოხმარდება დასახლებებისთვის გამოყოფილი თანხა.

საკონსულტაციო შეხვედრები 1-დან 17 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

 

+7

სიღრმისეული ანალიზებისა და რეკლამების ნახვა

პოსტის რეკლამირება

All reactions:

3232

გააზიარე