ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მერიასა და „მწვანე სახლს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

17 May, 2019

მუნიციპალიტეტის მერიასა და ახალციხეში არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს ა(ა)იპ „მწვანე სახლს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა ია მელიქიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სპეციალური საჭიროების მქონე 2-დან 12 წლამდე ასაკის 15 ბავშვისთვის ფსიქოლოგისა და თარაპული მომსახურების უზრუნველყოფა. მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად, „მწვანე სახლს ახალციხეში“ მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებათა ფარგლებში გათვალისწინებული - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების“ პროგრამიდან, საჭირო ფინანსური დახმარება გაეწევა.


გააზიარე