ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ლაშა მძინარაშვილი ახალციხელ ახალგაზრდებს შეხვდა

17 ივლისი, 2023

როგორ ავირჩიოთ პროფესია, როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს და როგორ მივაღწიოთ წარმატებას - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ახალციხელ ახალგაზრდებთან ამჯერად, ლაშა მძინარაშვილმა ისაუბრა.

ახალციხის სამუსიკო სკოლაში, ახალგაზრდებისთვის მსახიობმა, მოცეკვავემ, კასკადიორმა, მსოფლიო კასკადიორების უმაღლესი ჯილდოს "ტაურუსი" (ოსკარის) მფლობელმა და ამავე დაჯილდოების ჟიურის წევრმა, ლაშა მძინარაშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მან ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს ჩვეული გულწრფელობით უპასუხა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახალგაზრდებისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი ,,აირჩიე პროფესია“ მიმდინარეობს.

პროექტი, ინტერაქციული მეთოდით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანების საჯარო ლექციებს მოიცავს.

+8

გააზიარე