ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კონკურსის „ჩემი სოფლის ისტორია“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა

6 ივლისი, 2023

კონკურსის „ჩემი სოფლის ისტორია“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებმა საკუთარი სოფლების შესახებ ისტორიები წარმოადგინეს.

წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ჟიურიმ, რომელიც ისტორიის სპეციალისტებისგან იყო დაკომპლექტებული, გამარჯვებულები გამოავლინა.

პირველი ადგილი ურავლის საჯარო სკოლის მოსწავლემ, თიკო კაპანაძემ და ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლუკა შავაძემ დაიკავეს.

მეორე ადგილზე ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის მოსწავლის თინათინ პაპიძის ნაშრომი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეს - ჯუმბერ ტაბატაძეს (საყუნეთის ახალგაზრდული ცენტრი) ხვდა წილად.

ასევე დასახელდნენ საუკეთესო ნაშრომების ავტორები:

ქეთი ხაჩიძე - ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა;

ნია ქიმერიძე -სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლა;

თეკლა მიქელაძე - ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლა;

ნათია ივანიძე - სოფელ მუსხის საჯარო სკოლა;

ასმათ გოზალიშვილი - ქალაქ ვალის №1 საჯარო სკოლა;

ანა დავთიანი - სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლა;

საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს და საუკეთესო ნაშრომების ავტორებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

კონკურსი მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურმა 3 მაისს გამოაცხადა, სადაც 20-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

+8 

გააზიარე