ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კახა ცაბაძის საიუბილეო საღამო ახალციხეში

25 ივნისი, 2019

დღეს, ახალციხის  სამუსიკო  სკოლაში კომპოზიტორ კახა ცაბაძის 60  წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. მაყურებლის წინაშე კახა და გოგი ცაბაძის სიმღერებით  წარსდგნენ ახალციხის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. ღონისძიებაში  საქართველოს  კომპოზიტორთა კავშირის ინსტრუმენტალური ტრიოც  მონაწილეობდა, რომლებმაც  იუბილარი კომპოზიტორის  მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს. 

საპატიო სტუმარმა  შეკრებილებს, მუსიკალური სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ  მშობლებს მადლობა გადაუხადა ყურადღებისთვის,  განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ახალციხის მუსიკალური სკოლის მდიდარ ტრადიციებსა და მისი ხელმძღვანელის დამსახურებაზე მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. ღონისძიების ბოლოს კახა ცაბაძემ  სკოლას თავისი ახალი ნაწარმოებები (მუსუკალური ნოტები) გადასცა.

საიუბილეო საღამო ახალციხის სამუსიკო სკოლის ორგანიზებით მოეწყო.

 

გააზიარე