ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ქალაქ ახალციხეში გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს

14 ივლისი, 2023

ქალაქ ახალციხეში გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს.

სკვერებში, გზისპირებსა და რუსთაველის ქუჩა №124-ის ტერიტორიაზე კვიპაროსის, ტუიას, კამელიას, პავლონიას, აიკუბის, ემონიუსის, აზალიას და ზეთის ხილის 200-ზე მეტი ძირი ხე-მცენარე ირგვება.

გამწვანების სამუშაოებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ნერგები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა იოსებ ალიბეგაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ და პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემაც დარგეს.

რეკრეაციულ ზონებში და გზისპირებზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

+3

გააზიარე