ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ქალაქ ახალციხეში "გაიცანი ევროპა და განავითარე შენი ქალაქი" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

19 May, 2019

19 მაისს საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით ქალაქ ახალციხეში გამართულ "გაიცანი ევროპა და განავითარე შენი ქალაქი" დასკვნით ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე დაესწრო.

  

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სამასამდე სკოლის მოსწავლემ, მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები ახალციხის ტურისტულ პოტენციალზე.

  

ღონისძიების ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებულები, 3 გამარჯვებული დაასახელა ჟიურიმ ხოლო მეორე 3 კი მაყურებელმა. საპროზო ადგილის მფლობელ გუნდებს სტუდენტურმა პარლამენტმა გადასცა 1 კვირიანი კაბადოკიის საგზურები, ასევე 2000 ლარიანი ვაუჩერი განათლების აკადემიაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.

გააზიარე